პროზოპომეტამორფოფსია_ როცა ადამიანის ჩვეული სახის ნაცვლად მის "დემონურ" ვარიანტს ხედავ
მოკლე აღწერა
მოდით, წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთ ნათელ მზიან დილით იღვიძებთ და თქვენი ნაცნობი საყვარელი ადამიანის ლამაზი სახის ნაცვლად მას ხედავთ მახინჯ დემონად. მისი ნაკვთები თითქოს გაწელილი და დამახინჯებულია. სახე დაღარული აქვს უამრავი საშიში ნაოჭით. როგორი იქნება თქვენი რეაქცია?
მოდით, წამით წარმოიდგინეთ, რომ ერთ ნათელ მზიან დილით იღვიძებთ და თქვენი ნაცნობი საყვარელი ადამიანის ლამაზი სახის ნაცვლად მას ხედავთ მახინჯ დემონად. მისი ნაკვთები თითქოს გაწელილი და დამახინჯებულია. სახე დაღარული აქვს უამრავი საშიში ნაოჭით. როგორი იქნება თქვენი რეაქცია? უყურებთ და ის არ ჰგავს საკუთარ თავს, მაგრამ თქვენ იცით, რომ ის ის არის. და ამას გარდა ის თავად გიყურებთ გაოგნებული ვერ ხვდება რატომ გეშინიათ მისი.
სწორედ ამიტომ აუცილებელია ბევრი რამ ვიცოდეთ ისეთი უცნაური სახის დარღვევებზე, როგორიცაა მაგალითად
პროზოპომეტამორფოფსია,
რადგან ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ერთ დღესაც თქვენს თავს რაიმე მსგავსი ამბავი არ მოხდება. გახსოვდეთ, რომ ცოდნა ძალაა.
თუ მეცნიერები ადამიანების სახეებს პროზოპომეტამორფოფსიის მქონე პაციენტის თვალით შეხედავენ, მიხვდებიან, რომ
ისინი რეალური ადამიანების სახეებს დამახინჯებულად ხედავენ. მაგრამ მხოლოდ პირისპირ და ფოტოებზე კი - არა.
თავად მორფოფსია (metamorphoo _ გარდაქმნა)
მხედველობითი აგნოზიის ერთ-ერთი სახე: –როდესაც დარღვეულია საგანთა კონტურების აღქმა, რის შედეგადაც საგნები უფრო დიდად გვეჩვენება /მაკროფსია/, ან უფრო დაპატარავებულად /მიკროფსია/.
პროზოპომეტამორფოფსიის დროს კი დამახინჯებულად აღიქმება უშუალოდ რეალური ადამიანის სახე. ნაკვთები ზომას იცვლიან, დიდდებიან ან პატარავდებიან და ადამიანის სახე ხდება ერთობ დემონური შესახედაობის.
ამერიკის შეერთებული შტატების მკვლევარებმა აღწერეს პროსოპომეტამორფოფსიის მქონე პაციენტის შემთხვევა: 58 წლის მამაკაცი 31 თვის განმავლობაში ადამიანების სახეებს დამახინჯებულად ან, როგორც თავად ამბობს, „დემონურად“ ხედავდა. თუმცა, ფოტოებზე ასეთი დამახინჯებები არ დაფიქსირებულა - ამიტომ მეცნიერებმა სთხოვეს, ერთდროულად დაენახა რეალური ადამიანების სახეები და მათი ფოტოები და აღეწერა განსხვავებები. ამ აღწერილობების საფუძველზე,
მკვლევრებმა ადამიანების სახის ფოტოები პაციენტის აღქმასთან შესაბამისობაში მოიყვანეს. შემთხვევა და ვიზუალიზაცია გამოქვეყნებულია ჟურნალ „ლანცეტში“.
TheLancet.
მეტამორფოფსია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იშვიათი ნევროლოგიური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი ზოგიერთი ობიექტის ან სიმბოლოს დამახინჯებულად აღქმას იწყებს: ობიექტები იცვლის ფერს, ფორმას, ზომას ან სივრცულ მდებარეობას. ზოგჯერ ეს მხოლოდ გარეგან ობიექტებს ეხება, ზოგჯერ საკუთარ სხეულზე ვრცელდება და იშვიათად ორივეზე. აშლილობის გამომწვევი მიზეზები გაურკვეველია, მაგრამ ცნობილია,
რომ ეს შეიძლება იყოს ტვინში ან თვალის სტრუქტურებში წარმოქმნილი ცვლილებების შედეგი. დროებითი ან ხანგრძლივი მეტამორფოფსია ასევე შეიძლება განვითარდეს შიზოფრენიის, ეპილეფსიის და ნარკოტიკების მოხმარების ფონზე.
დარტმუთის კოლეჯის მკვლევარებმა ბრედ დიუშენის ხელმძღვანელობით აღწერეს მეტამორფოფსიით დაავადებული პაციენტის შემთხვევა. 58 წლის მამაკაცი,
დარტმუთ-ჰიჩკოკის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიის კვლევისთვის მონახულებისას, მან განაცხადა, რომ თითქმის სამი წელია, ყველა ადამიანის სახეს „დემონურად“ ხედავს: სახის ნაკვთები დაჭიმული ეჩვენება, შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე კი ღრმა ნაოჭები ჩანს. მან განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, ნაცნობების სახეებს ცნობს
და გარეგნობის დამახინჯებას არ ახლავს ბოდვითი აშლილობები მისთვის ნაცნობი ადამიანების შესახებ მამაკაცი შეეჩვია ამ უცნაურ დამახინჯებებს, თუმცა თავიდან ისინი ძალიან აწუხებდა. ამავდროულად, სხვა ობიექტები, როგორიცაა შენობები ან მანქანები, მისთვის დამახინჯებულად არ ჩანს. გარდა ამისა, ქაღალდის ან ელექტრონული ფოტოების სახეებიც არ არის დამახინჯებული.
პაციენტს ადრე დაუსვეს ბიპოლარული აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი, 43 წლის ასაკში კი მას თავის სერიოზული ტრავმა ჰქონდა და საავადმყოფოში მკურნალობდა. მეტამორფოფსიის სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი თვით ადრე, სავარაუდოდ, ის ნახშირჟანგით მოიწამლა. მამაკაცისთვის მაშინ არანაირი მედიკამენტი არ დაუნიშნავთ.
და მას ნარკოტიკების მოხმარების ისტორია არ აქვს. მკვლევარებმა ჩაატარეს ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება: მამაკაცის კოგნიტური ფუნქციები ნორმალური იყო. მას ასევე არ ჰქონდა მხედველობის სიმახვილის ან ფერების აღქმის დარღვევა. პაციენტის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს მკვლევარებმა აღმოაჩინეს
მარცხენა ჰიპოკამპის თავის ზედა მხარეს სანტიმეტრის სიგრძის კისტა; ერთი წლის შემდეგ კისტა აღარ გაზრდილა.
პაციენტის ისტორიის, ნეიროფსიქოლოგიური შეფასებისა და ვიზუალიზაციის საფუძველზე, მკვლევარებმა მამაკაცს პროზოპომეტამორფოფსიის დიაგნოზი დაუსვეს, მეტამორფოფსიის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც, როგორც ვთქვით, ადამიანის სახეები დამახინჯებულია.
რადგან მამაკაცი ფოტოებზე გამოსახულ სახეებს ნორმალურად აღიქვამდა, მკვლევარებმა სთხოვეს, შეედარებინა მის წინ მდგომი ადამიანების სახეები ოთახში გადაღებულ ფოტოებზე გამოსახულ იმავე ადამიანების სახეებთან. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი აღწერდა განსხვავებებს რეალური ადამიანის სახესა და გამოსახულებას შორის, მკვლევარებმა ფოტოები დაარედაქტირეს,
და ისინი პაციენტის აღქმასთან შესაბამისობაში მოიყვანეს, რათა წარმოდგენა ჰქონოდათ თუ რას ხედავდა პაციენტი. ამ გზით, მეცნიერებმა ვიზუალურად წარმოადგინეს ის დამახინჯებები, რომლებსაც პაციენტი ხედავს სხვა ადამიანების სახეების დათვალიერებისას.
პროზოპომეტამორფოფსია ძალიან იშვიათი დარღვევაა და ამიტომ კვლევების ნაკლებობის გამო, როგორც წესი, შეუძლებელია ასეთი დამახინჯებების ვიზუალიზაცია ისე, როგორც მეცნიერებმა აქ გააკეთეს.
პაციენტების ისტორიების მიხედვით ფოტოების რედაქტირება შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია მათთვის იმის კითხვა, თუ რამდენად კარგად შეესაბამება ფოტო მათ აღქმას. რადგან მათ ამის გადმოცემა უჭირთ.
იყო შემთხვევა, როცა პაციენტმა ადამიანების სახის მხოლოდ მარჯვენა ნახევარი აღიქვა დამახინჯებულად.
აღქმის ამ ნაწილობრივ დარღვევას, რომელიც სახის მხოლოდ ნახევარს აზიანებს, ჰემიპროსოპომეტამორფოფსია ეწოდება და ყველაზე ხშირად გამოწვეულია კორძიანი სხეულის ელენთის დაზიანებით.
თუმცა ესეც სათუოა,რადგან სინამდვილეში ძნელია იმის მტკიცება თუ რატომ ან რა იწვევს ამ უცნაურ დარღვევას, და როდის გაუვლის ადამიანს ის. სწორედ ამიტომ არავინაა დაზღვეული, რომ ხვალ ზუსტად იგივე უცნაურობით არ გამოიღვიძებს და სამყაროს სულ სხვანაირ აღქმას დაიწყებს.
რას იტყვით, თუ წამით დავუშვებთ ერთ ფანტასტიკურ უტოპიას და ვიტყვით, რომ ეს უცნაური ფენომენი სამყაროს მატრიცის დარღვევაა და ისინი რეალურად სინამდვილეს ხედავენ?
დატოვე შეფასება
5
კომენტარები